ალტერნატივა ჯორჯია
“ალტერნატივა ჯორჯია” დაარსდა 2004 წლის სექტემბერში. ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს წამალდამოკიდებულების დარგში კვლევების წარმოება, ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაცია, ნარკოტიკული საშუალებების სფეროში მტკიცებლებებზე დაფუძნებული და ეფექტური სტრატეგიების დანერგვის ხელშეწყობა, პრაგმატული და ჰუმანური ნარკო და აივ/შიდსის კანონმდებლობის შემუშავება/დანერგვა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.
კვლევების (კლინიკური და ქცევითი) მთავარი ფოკუსია ოპიატები და კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორები. “ალტერნატივა ჯორჯია” თანამშრომლობს რამოდენიმე წამყვან საერთაშორისო კვლევით უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსტეტი პრაღაში...
