საქართველოში ადიქტოლოგიის კვლევების განვითარების (ARDG) პროექტი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა პროექტი - საქართველოში ადიქტოლოგიის დარგში კვლევითი შესაძლებლობების განვითარება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია $209,500 აშშ დოლარი. პროექტს ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია - ადიქციის კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია. კოოპერაციულ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 25 ივლისს. პროექტის განხორციელების პერიოდია 1 აგვისტო, 2014 – 31 ივლისი, 2016.

ARDG პროექტის ფარგლებში ალტერნატივა ჯორჯია თანამშრომლობს ადიქტოლოგთა ასოციაციასა და ადიქტოლოგიის ინსტიტუტთან, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა წინამორბედი პროეტის „საგანმანათლებლო სისტემაში ადიქტოლოგიის სისტემის დანერგვა“ -  ფარგლებში USAID-ისა და ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის 2014 წლის ივნისში გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში  ადიქტოლოგიის დარგის განვითარების მიმართულებით ჩეხ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ მიზნით, ARDG პროექტი პარტნიორობს პრაღის, ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის კლინიკასთან.  

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო