ტრენინგი - “ნარკოტიკების მოხმარების ეპიდემიოლოგია, ძირითადი ინდიკატორები, და ნარკოვითარების შესახებ წლიური ეროვნული ანგარიშების მომზადება”

თბილისში, 2014 წლის 6-8 ოქტომბერს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პარტნიორული პროექტების ფარგლებში გაიმართა სამ-დღიანი ტრენინგი - “ნარკოტიკების მოხმარების ეპიდემიოლოგია, ძირითადი ინდიკატორები და ნარკოვითარების შესახებ წლიური ეროვნული ანგარიშების მომზადება”.  ტრენინგი ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის წამყვანი ექსპერტების მიერ. ნარკოვითარების წლიური ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, ადიქტოლოგიის დარგში დასაქმებული ექსპერტების გარდა პროექტის მიერ ტრენინგზე მოწვეულები იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. სულ ტრენინგს დაესწრო 11 დაინტერესებული პირი შემდეგი უწყებებიდან: იუსტიციის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; გლობალური ინიციატივია ფსიქიატრიაში და ალტერნატივა ჯორჯია. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ EMCDDA-ის მიერ ნარკოვითარების ეროვნული ანგარიშების მომზადებისათვის მოწოდებულ რეკომენდაციებს და სტანდარტებს.

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო