აივი და ნარკოტიკების მოხმარება ქართველ ქალებში

განხორციელების პერიოდი:  2010 - 2014 წწ

დამფინანსებელი: NIDA 

პარტნიორი: RTI International

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ამოცანაა ნარკოტიკის ინექციურად მომხმარებელი ქალებისგან და წამალდამოკიდებულების სამკურნალო დაწესებულებებიდან საკმარისი ინფორმაციის შეგროვება საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების, აივ სარისკო ქცევების და ქვეყანაში დღეს არსებული მკურნალობის სისტემის შესახებ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ნარკოტიკის მომხმარებელი ქალებისთვის მკურნალობის სრულფასოვანი მოდელის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით და ასევე, აივ ეპიდემიისა და ცე ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირების მიზნით.

კვლევა მიზნად ისახავს: 1. აღიწეროს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (მაგ., მოხმარებული ნარკოტიკისა და მოხმარების სახეები), ნარკოტიკის ინექციურად მოხმარებისა და სქესობრივი სარისკო ქცევა აივ და ცე ჰეპატიტთან დაკავშირებით, თანმდევი აშლილობები (მაგ., ძალადობა, თანმდევი ფსიქიატრიული აშლილობები) და მკურნალობის სფეროში არსებული ბარიერები და გამოცდილება (მაგ., გენდერული დისკრიმინაცია) ნარკოტიკული საშუალებების ინექციურად მომხმარებელ ქალებს შორის.

2. სამკურნალო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდეს სამკურნალოდ გამოყენებული მეთოდები და სერვის მიმწოდებელთა შეხედულებები ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელ ქალებზე, საქართველოში დღეს არსებული სისტემის ფარგლებში.

3. გაძლიერებული მკურნალობის (Reinforcement Based treatment – RBT) ფარგლებში წამალდამოკიდებულების მკურნალობის მიდგომის ადაპტირება და წინასწარი გამოცდა, რომელიც აერთიანებს მეცნიერულად დასაბუთებულ Co-op აივ-პრევენციას ქალებისთვის და ნარკოტიკის ინექციურად მომხმარებელი ქართველი ქალების შესახებ ცალკეული შემთხვევების მართვას.

4. მცირე მასშტაბის რანდომიზებული ექსპერიმენტის ფარგლებში შეფასდეს ჩვენი ქართული RBT მოდელის განხორციელებადობა და ეფექტურობა ცალკეული შემთხვევების მართვის (ქეის მენეჯმენტის) მოდელთან შედარებით იმ თვალსაზრისით, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი დაუცველი სქესობრივი კავშირებისა და შპრიცების გაზიარების სიხშირეზე მკურნალობის დასრულების შემდეგ და დასრულებიდან 3 თვის მანძილზე.

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო