ჰუმანურობა პირველ რიგში

განხორციელების პერიოდი: 2009 - 2012

დამფინანსებელი: ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (MATRA პროგრამა)

პარტნიორები: Mainline Foundation, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა"

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მასთან დაკავშირებული რეპრესიული მიდგომების შემცირებას. პროექტის ძირითადი აქტივობა მოიცავდა კვლევას საქართველოს 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული რისკების, აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის შესახებ. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებდა სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას პოლიტიკის განმსაზღვრელთა, პროკურატურის, პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა წარმომადგენელთათვის, ისევე როგორც სასწავლო ვიზიტების მოწყობას პორტუგალიაში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით. 

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო