ტრენერთა ტრენინგი წამალდამოკიდებულების მკურნალობასა და პრევენციაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი ადიქტოლოგთა ასოციაციასთან და დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასთან“ ერთად  აცხადებს ტრენერთა ტრენინგს წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და პრევენციის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. ტრენინგს გაუძღვებიან ადიქციის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო ცენტრის უცხოელი ტრენერები (International Centre for Credentialing and Education of Addiction Professionals, ICCE).

ხანგრძლივობა: 8 დღე (23 ნოემბერი -3 დეკემბერი, 2015).

ICCE კოლომბოს გეგმის ერთ-ერთი პროგრამაა, რომლის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.colombo-plan.org/

წამალდამოკიდებულების მკურნალობის კურიკულუმი

თემები (წამალდამოკიდებულების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის):

 

1.     ფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია;

2.     წამალდამოკიდებულების მკურნალობა - ხანგრძლივი ზრუნვა;

3.     ველზე მუშაობა;

4.     თემზე დაფუძნებული მკურნალობა;

5.     კომორბიდობა;

6.     კონსულტირების საბაზისო უნარ-ჩვევები;

7.     კლიენტებისა და მათი ოჯახების ფსიქოგანათლება;

8.     მიღება, სკრინინგი, შეფასება, მკურნალობის დაგეგმვა და დოკუმენტირება;

9.     შემთხვევის მართვა;

10.  კრიზისული ინტერვენცია;

11.  ეთიკა;

პრევენციის კურიკულუმი:

1.     შესავალი პრევენციის მეცნიერებაში;

2.     ფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია;

3.     პრევენციული ინტერვენციებისა და პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი;

4.     პრევენციული ინტერვენციები ოჯახისთვის;

5.     პრევენციული ინტერვენციები სკოლებისთვის;

6.     პრევენციული ინტერვენციები სამუშაო ადგილებზე;

7.     გარემოზე მიმართული პრევენცია;

8.     მედია - პრევენციული ინტერვენციები;

9.     თემზე დაფუძნებული პრევენციული სისტემების დანერგვა;

 

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვინაიდან ეს არის ტრენერთა ტრენინგი, მონაწილეებმა სესიების ბოლოს თავად უნდა ჩაატარონ სემინარები.

 

შერჩეული აპლიკანტები ტრენინგს დაესწრებიან უფასოდ.

 

გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

მონაწილეობის მსურველებმა CV (ინგლისურ ენაზე) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: addictology@iliauni.edu.ge.

 

გაითვალისწინეთ, ICCE მოთხოვნების შესაბამისად, პრევენციის პროგრამაში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მკურნალობის პროგრამის შემთხვევაში - მინიმუ 5 წელი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 577 20 20 61

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო