რამდენი ადამიანი იყენებს აკრძალულ ნარკოტიკებს საქართველოში? როგორ, როდის და კონკრეტულად, რა ტიპის ნარკოტიკს მოიხმარენ?

აშშ-ს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ადიქტოლოგიის კვლევების განვითარება“- ფარგლებში,  პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში,  განხორციელდა ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვა ნარკოტიკების მოხმარებასთან და მასთან არსებულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით. საწყისი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 4მაისს.  

გამოკითხვაში ჩართული იყო 4800 რესპონდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა ჩატარდა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“-ს მკვლევარების და  უცხოელი პარტნიორების - პრაღის, ჩარლზის უნივერსიტეტის, ნარკოტიკების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის და ცნობილი ამერიკელი მკვლევარების - პროფესორები მარტინ იგუჩის და ჯიმ ენტონის (მიჩიგანის უნივერსიტეტი) მხარდაჭერით.

ეს არის ამერიკულ-ევროპული თანამშრომლობის უნიკალური მაგალითი საქართველოში ნარკოპოლიტიკის დარგისათვის, რომელიც დაეხმარება საქართველოს მთავრობას უკეთესად გაეცნოს ნარკო-სიტუაციას ქვეყანაში და დაგეგმოს  პრევენციის ღონისძიებები ან სხვა შესაბამისი ინტერვენციები მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით, აშშ-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილებების გათვალისწინებით.

პრეზენტაციის დროს, კვლევის წინასწარ შედეგებს ენთუზიაზმით შეხვდნენ  ქართველი ექპერტები. გამოკითხვა ზედმიწევნით იყო შესრულებული ნარკოტიკების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) მიერ ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვის (GPS) მოდელის სტანდარტების მეთოდის მიხედვით და აშშ-ს  შინამეურნეობის ნარკოტიკებზე კვლევის გამოცდილებების გათვალისწინებით. ასევე, გამოყენებული იყო ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიზანი იყო დაეძლია ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება და სხვა მარგინალური საქციელები. წინასწარმა შედეგებმა დაადასტურეს ახალი მეთოდოლოგიის ეფექტურობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კვლევის ხარისხს და შედეგებს უფრო  გამოყენებითს ხდის საქართველოში ნარკოპოლიტიკის დაგეგმვაში.

კვლევის შედეგები და მოხსენება სრულად წარმოდგენილი იქნება პრეს-კონფერენციაზე 2016 წლის ივლისის ბოლო კვირაში, სადაც მოსალოდნელია აშშ-ს საელჩოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მაღალი დონის წარმომადგენლობის დასწრება. 

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო