კონფერენცია: ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

2017 წლის 8 ნოემბერს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა   და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში.“   

კონფერენციის მიზანი იყო ქართული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმდინარეობის შეფასება ხელისუფლების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების  წევრების მიერ.  საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით.

მონაწილეები საქართველოდან: საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროები, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის აპარატი,  სახალხო დამცველის აპარატი, ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები.

უცხოელი წარმომადგენლობები საქართველოში: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  USAID,  UNODC,   WHO,   UNFPA,   UNICEF,   IOM,   საელჩოები

საერთაშორისო ორგანიზაციები:   UNODC,   EMCDDA

უცხოელი ექსპერტები:   პორტუგალია,   საფრანგეთი,   კანადა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას მხარს უჭერენ ორგანიზაციები (იხილეთ მხადაჭერის წერილები): ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი (IDPC), გაეროს გაერთიანებული შიდსის პროგრამა (UNDAIS), ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია

 ნარკოპოლიტიკის კონფერენცია თბილისში            

 

კონფერენციის დღის წესრიგი

 

პრეზენტაციები:

ნარკოპოლიტიკის შეფასება - შვიდ საფეხურიანი სახელმძღვანელო (ოენ კუგლი, ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსი, EMCDDA) 

დეკრიმინალიზაცია პორტუგალიაში - რა შეიძლება ვისწავლოთ (რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, პორტოს კათოლიკური უნივერსიტეტი)

ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: კვებეკისა და კანადის გამოცდილება (ფრანსუა გაგნონი, სამეცნიერო მრჩეველი, კვებეკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი, კანადა)

სერვისების განვითარების კონცეფცია - პლატფორმის მოდელი 

სამოქალაქო სექტორის მიერ დანახული საჭიროებები და რეფორმის მომავალი მიმართულებები - ნარკოპოლიტიკის პლატფორმა  

 

Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო