კავშირი “ალტერნატივა ჯორჯია” დაარსდა 2004 წლის სექტემბერში. კავშირის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს წამალდამოკიდებულების დარგში კვლევების წარმოება, ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაცია, ნარკოტიკული საშუალებების სფეროში მტკიცებლებებზე დაფუძნებული და ეფექტური სტრატეგიების დანერგვის ხელშეწყობა, პრაგმატული და ჰუმანური ნარკო და აივ/შიდსის კანონმდებლობის შემუშავება/დანერგვა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.
პრეზიდენტის ბრძანებულება
2011 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის და დებულების დამტკიცების შესახებ. იხილეთ ბრძანებულება
აივ/შიდსის და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიმართვა 1 დეკემბერს
აივ/შიდსის და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი და პარლამენტის თავჯდომარისადმი დაიბეჭდა “24 საათში” 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. იხილეთ მიმართვა http://24saati.ge/index.php/category/news/2011-12-01/22481.html
ადიქტოლოგიის ტრენერთა ტრენინგი თბილისში, 14-19 ნოემბერი
ჩეხეთის განვითარების ფონდისა და ფონდ ღია საზოგადოება-ს მხარდაჭერით თბილისში ამა წლის 14-19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტში გაიმართა მორიგი ტრენერთა ტრენინგი ადიქტოლოგიაში. ტრენინგის მიზანი იყო ქართველ მონაწილეთა ტრენერებად მომზადება ადიქტოლოგიის სასწავლო კურსებისთვის. სწავლება 2 პარალელურ სესიად მიმდინარეობდა, სადაც გამოჩენილმა ჩეხმა ექსპერტებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ მონაწილეებს შემდეგ საკითხებზე: პრევენცია, მკურნალობა ზიანის შემცირება, ეპიდემიოლოგია, ნარკო-ეკონომიკა [...]
მორიგი შეხვედრა ქართველი პროკურორებისთვის
ამა წლის 21 ოქტომბერს, სასტუმრო “Radisson”-ში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს პროექტის – “ჰუმანურობა პირველ რიგში” ფარგლებში გამართული შეხვედრების სერიის გაგრძელებას. შეხვედრაზე მოწვეული იყო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ბ-ნ დერკ კუიპერსი, რომელმაც ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი გამოცდილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თავისებურებებთან დაკავშირებით და ჰოლანდიის ნარკო კანონმდებლობასა და სიტუაციაზე ისაუბრა. შეხვედრას [...]
ფოტო-კონკურსი
არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯია, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს თემაზე: ნარკოტიკების მოხმარება – სოციალური და ჯანდაცვის პრობლემა (ვგულისხმობთ, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ნაკლებად არის დანაშაული და რომ ის უფრო ადამიანის ჯანმრთელობას უკავშირდება და რომ მოხმარება ზოგადად საზოგადოების პრობლემაცაა. მაგალითად ფოტო შესაძლოა ასახავდეს მომხმარებელს რომელსაც ისევე უყვარს, სტკივა, უხარია როგორც არამომხმარებელს. სასურველია ფოტოში ნაკლებად ან [...]
ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა თბილისში 16 სექტემბერს
16 სექტემბერს ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრა ჩატარდა “ალტერნატივა ჯორჯიას”, საინფორმაციო-სამედიცინო ცენტრ “თანადგომას” და “მეინლაინ ფაუნდეიშენის” მიერ პროექტის “ჰუმანურობა პირველ რიგში” ფარგლებში, რომელიც ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს პორტუგალიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ნარკოპოლიტიკის რეფორმის დარგში და საქართველოს ნარკოპოლიტიკის სამომავლო [...]
საქართველოში 28 ივლისს ც ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
იცოდე! შეცვალე! დაიცავი! – ამ მოწოდებებით 28 ივლისს ც ჰეპატიტის საერთაშორისო დღე ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს” და “მსოფლიო ექიმების” მხარდაჭერით “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” და კოალიციამ- ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” აღნიშნეს. ც ჰეპატიტის დღისადმი მიზღვნილი კამპანია მიზნად ისახავდა ც ჰეპატიტის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას. მრგვალი მაგიდა და აქციები ერთდროულად ბათუმში, [...]
ზიანის შემცირების საზაფხულო სკოლა გაიმართა გრიგოლეთში 2-10 ივლისს
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ჯანდაცვის პროგრამის ორგანიზებით ზიანის შემცირების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისთვის და აქტივისტებისთვის გაიმართა საზაფხულო სკოლა 2-10 ივლისს გრიგოლეთში. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახვდა, რომ მონაწილეებს გაეღრმავებინათ ცოდნა ადვოკაციის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების, ადვოკაციისათვის მედია ტექნოლოგიების გამოყენების, ფონდების მოძიების, მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვის საკითხებზე. სახაფხულო სკოლა მოიცავდა შემდეგ თემებს: ნარკოპოლიტიკა და ადვოკატირება, ჩანაცვლებითი თერაპიის [...]
ნარკოვითარება საქართველოში 2010
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას, ფონდ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა და 2001 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა ანგარიში – ნარკოვითარება საქართველოში 2010. იხილეთ ბმული: drug situation 2010.ge
საქართველოში აივ პრევენციის პროექტი
ნარკოპოლიტიკის გზამკვლევი: საქართველოში ნარკოპოლიტიკის ალტერნატივები მომზადებულია( USAID/საქართველოსთვის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) RTI საერთაშორისოს და ერიკ კარლინის მიერ Georgian_ GHPP_Georgia Drug Policy Report

