ალტერნატივა ჯორჯია

გამოსავალი არსებობს“ალტერნატივა ჯორჯია” დაარსდა 2004 წლის სექტემბერში. ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს წამალდამოკიდებულების დარგში კვლევების წარმოება,  ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაცია, ნარკოტიკული საშუალებების სფეროში მტკიცებლებებზე დაფუძნებული და ეფექტური სტრატეგიების დანერგვის ხელშეწყობა, პრაგმატული და ჰუმანური ნარკო და აივ/შიდსის კანონმდებლობის შემუშავება/დანერგვა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.

 
კვლევების (კლინიკური და ქცევითი) მთავარი ფოკუსია  ოპიატები და კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორები. “ალტერნატივა ჯორჯია” თანამშრომლობს რამოდენიმე წამყვან საერთაშორისო კვლევით უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსტეტი პრაღაში.
 
ალტერნატივა ჯორჯია, 6 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად წარმოადგენს საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის ერთ-ერთ დამფუძნებელს. ქსელი ამ დროისთვის აერთიანებს 21 ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმოადგენს ზიანის შემცირების პროგრამების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებელს.

ნარკოპოლიტიკის დარგში “ალტერნატივა ჯორჯია”-ს საქმიანობა მოიცავს: ეროვნული ნარკოპოლიტიკის კონცეფციის შემუშავებას, 2007-2009 წლების ეროვნული ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, პირველი ეროვნული ნარკოპოლიტიკის კონფერენციის (2005 წელი) ჩატარებას, ისევე როგორც საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
 
წლიური ანგარიში 2010
 
წლიური ანგარიში 2011
 
Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო