ბენზოდიაზეპინები

დასახელება: ბენზოდიაზეპინები

ბენზოდიაზეპინების ჯგუფი: ალპრაზოლამი (ქსანაქსი), დიაზეპამი (ვალიუმი), კლონაზეპამი და ა.შ.

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ****დეპრესანტი

მოხმარების გზები: ორალურად, ინექციურად, ენის ქვეშ.

ბენზოდიაზეპინები ყველაზე ფართოდ გამოყენებული დამამშვიდებელი-საძილე საშუალებებია, რომლებიც იწვევს ტვინში GABA ნეიროტრანსმიტერების დონის ზრდას. ბენზოდიაზეპინებს იყენებენ შფოთვითი და პანიკური აშლილობების მკურნალობის ხანმოკლე კურსის ჩასატარებლად, ძილის პრობლემების მოსაგვარებლად, კუნთების სპაზმების, გულყრის საკონტროლოდ (მაგალითად, ეპილეფსიის დროს) და სხვა სასარგებლო ზემოქმედებისთვის. ამ ფსიქოტროპულ საშუალებებს შეუძლია ფიზიკური დამოკიდებულების გამოწვევა, ალკოჰოლის სიმთვრალისმაგვარი სურათის, გაურკვეველი მეტყველების და მეხსიერების დაქვეითების გამოწვევა. ისინი უფრო მეტად მოკლე ვადით, განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე გრძელვადიანი მკურნალობისთვის. აღკვეთის სინდრომი შეიძლება იყოს სახიფათო და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც. ყველაზე გავრცელებული ბენზოდიაზეპინებია: დიაზეპამი (ვალიუმი), ალპრაზოლამი (ქსანაქსი) და კლონაზეპამი (კლონოპინ).

ეფექტები

„ბენზოების“ მცირე დოზები დროის მოკლე მონაკვეთში ეხმარება ათასობით ადამიანს დაძლიოს შფოთვა, ინსომნია და ალკოჰოლისგან გამოწვეული აღკვეთის სინდრომები, თუმცა ქრონიკულ მოხმარებას მივყავართ სახიფათო შედეგებამდე.

ფსიქოლოგიური ეფექტები:

• ეიფორია

• სიამოვნების შეგრძნების განცდა

• მოდუნება

• ძილიანობა

• თაბრუსხვევა

• გაორმაგებული ხედვა

• მკაფიოდ საუბრის უუნარობა

• მეხსიერების და კოგნიტური დისფუნქცია

• სუიციდური ფიქრები

• დეპრესია

• გაღიზიანებადობა

• ბენზოდიაზეპინების მოხმარებას ახასიათებს ფენომენი, რომელსაც ეძახიან „პარადოქსულ დისინჰიბიციას“. ეს ხასიათდება აგრესიულობით, იმპულსურობით, გაღიზიანებადობით, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ანტისოციალურ და ძალადობრივ ქცევამდე.

ფიზიკური ეფექტები

• დარღვეული კოორდინაცია

• ტრემორი (კანკალი, უნებლიე რხევები)

• დიარეა

• ძალიან იშვიათად, თუმცა შეიძლება გამოიწვის ლიბიდოს დაქვეითება

• მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში

• კანის და თვალების სიყვითლე

• კუნთების სისუსტე

დამოკიდებულების პოტენციალი: უსაფრთხოების მაღალი მიჯნის მიუხედავად, მაინც აქვს ადგილი ტოლერანტობას, აღკვეთის სიმპტომებს, ზედოზირებას და დამოკიდებულებას. ბენზოდიაზეპინები ცნობილია მათ ეფექტებზე ტოლერანტობის სწრაფი განვითარების პოტენციალით. მათმა ყოველდღიურმა ან თუნდაც კვირაში რამდენჯერმე მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სასურველი ეფექტის მისაღებად დოზის გაზრდის მოთხოვნა. ბენზოდიაზეპინების რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებამდე.

რისკები

ბენზოდიაზეპინების დოზის რაოდენობის შემცირებამ ან მოხმარების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს:

• მძიმე შფოთვა

• პანიკური შეტევა

• ინსომნია

• დისფორია (ძალიან ცუდ გუნება-განწყობილებაზე ყოფნა);

ბენზოდიაზეპინების ქრონიკული მოხმარების შეწყვეტა დოზის შემცირების გარეშე იწვევს ძალიან სახიფათო ფიზიკურ გართულებებს:

• კრუნჩხვები;

• ფსიქოტური ქცევა (მაგ. ჰალუცინაცია, ბოდვა, დეზორგანიზებული აზროვნება (მეტყველება), პათოლოგიური მოტორული ქცევა, ნეგატიური სიმპტომატიკა).

• სიკვდილი.

ბენზოდიაზეპინები იწვევს მეხსიერების კოდირებასთან დაკავშრებულ პრობლემებს. შესაძლოა, გამოწვიოს ანტეროგრადული ამნეზია (ახალი ინფორმაციის კოდირება მეხსიერებაში არ ხდება და იკარგება). მეხსიერება ხდება დაბინდული, არასანდო და დროის გარკვეული პასაჟების გახსენება რთულდება. მათი მაღალი დოზა, ალკოჰოლთან ან სხვა სედაციურ საშუალებასთან ერთად მოხმარება, ბენზოდიაზეპინის ტიპი და ინდივიდუალური მგრძნობელობა განაპირობებს რამდენად მწვავე იქნება ამნეზია. ოპიოიდებთან ბენზოდიაზეპინების მოხმარება ზრდის ზედოზირების რისკს.

რისკის შემცირება

• სახიფათოა ბენზოდიაზეპინების დიდი დოზით მოხმარება ოპიოიდების, სტიმულატორების, კანაფის ან ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარებასთან ერთად, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.

• ერიდე დოზის გაზრდას! ბენზოდიაზეპინებთან ასოცირებული ძირითადი პრობლემები გამოწვეულია დოზის და სიხშირის ცვლილებით.

• არ გაზარდოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

• არ მოიხმაროთ ბენზოდიაზეპინები ხანგრძლივად. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა შეგირჩიოთ სხვა (ალტერნატიული) მედიკამენტი.

• ბენზოდიაზეპინები იწვევს მახსოვრობის აბნევას და დაბინდვას, ამიტომ შესაძლოა არ გახსოვდეთ ახლახანს მიღებული დოზა.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ბენზოდიაზეპინებით გამოწვეულ ზედოზირებას ადგილი აქვს თუკი მისი მიღება ხდება სხვა სედაციურ საშუალებასთან ერთად, მაგალითად ალკოჰოლთან ან რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში.

ზედოზირების ზოგადი ნიშნებია:

• შენელებული სუნთქვა;

• გალურჯებული თითები და ტუჩები;

• დაბნეულობა და დიზორიენტაცია;

• თავბრუსხვევა;

• გაორმაგებული ან დაბინდული მზერა;

• სისუსტე;

• კუნთების არაკოორდინირებული მოძრაობა;

• ტრემორი.