ენბაუმი/ენბომი
დასახელება: Nbome (ენბაუმი, ენბომი)
ქიმიური ფორმულა: **** 25I-NBOMe
ალტერნატიული დასახელებები: "N-Bomb", "Solaris", "Smiles" or "Wizard"2C-C-NBOMe = (25C-NBOMe; NBOMe-2C-C).
ძირითადი ეფექტები ადამიანის ორგანიზმზე: ****ჰალუცინოგენი
მოხმარების გზები: ბლოტერის ენის ქვეშ დადება, ლოყის შიგნითა ზედაპირზე მოთავსება ან თხევადი ფორმის ცხვირში ჩაწვეთება. ენბომის ფხვნილის მოხმარება ინექციურად ან მოწევის გზით, ვაპორაიზერით ან ინჰალაციის გზით.
„ენბომი“ არის ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალება და წარმოებულია ფენეტილამინისგან. ენბომი გამოჩნდა 2010 წელს ონლაინ ვაჭრობის ვებ-გვერდებზე, თუმცა 2011 წლამდე არ იყოს ნახსენები არცერთ ლიტერატურაში. ენბომი არის მასიური თეთრი ფხვნილი, რომელსაც ცხარე და მეტალის გემო აქვს. ის ხშირად იყიდება LSD-ს ბლოტერის (მარკის) სახით. ენბომის ბლოტერს LSD-სთან შედარებით მეტად ცხარე გემო აქვს, ამიტომ ხშირად მწარმოებლები ენბომის ბლოტერს ან სითხეს მენთოლის ან ხილის არომატს უმატებენ.
ეფექტები
ეფექტები მსგავსია LSD-ს ან ფენეტილამინის ეფექტების.
ფსიქოლოგიური ეფექტები:
• ვიზუალური ეფექტები: ფერების ძვრები, სიკაშკაშე და ა.შ
• ეიფორია;
• ფსიქიკური და ფიზიკური სტიმულაცია;
• ასოციაციური და კრეატიული აზროვნების გაუმჯობესებული უნარი;
• მუსიკის უკეთესად აღქმის გაუმჯობესებული უნარი;
• ცხოვრების შემცვლელი სპირიტუალური გამოცდილება;
• ემპათიის და სიყვარულის განცდა;
• ენბომი ნაკლებად იწვევს ინტროსპექციას (თვითდაკვირვება), თუმცა გაცილებით ძლიერი ვიზუალური და სენსორული ეფექტები აქვს LSD-სთან შედარებით;
• ცნობიერის ცვლილება;
• დროის აღქმის ცვლილება;
• აბნეულობა და ფოკუსირების გაძნელება;
• უჩვეულო შეგრძნებები სხეულში.
ფიზიკური ეფექტები:
• როგორც ყველა ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში, ზოგიერთი მომხმარებელი ეფექტის დაწყების სიმპტომად ასახელებს გულისრევას;
• გუგების გაფართოება;
• პულსის აჩქარება;
• კბილების კრაჭუნი;
• მთქნარება;
• ინსომნია (უძილობა);
• სისხლძარღვების შევიწროვება;
• რესპირატორული (სასუნთქი) სისტემის გაღიზიანება და სუნთქვის/ყლაპვის გაძნელება;
• სიკვდილი.
ეფექტური დოზა: ორალურად და ინჰალაცია/ვაპორაიზერით მოხმარების შემთხვევაში მცირე დოზაა 200-600 მკგ., გავრცელებული დოზაა 500-800 მკგ., ძლიერი დოზაა 700-1500 მკგ. ენბომის ეფექტების ხანგრძლივობა უფრო მცირეა LSD-სთან შედარებით. თუ LSD-ს მოქმედების ნორმალური ხანგრძლივობა არის 10-12 საათი, ენბომის მოქმედების ხანგრძლივობაა 8-10 საათი. ენის ქვეშ ან ლოყაზე ბლოტერის დადების შემთხვევაში ენბომის ეფექტების ხანგრძლივობაა 6-10 საათი. ვაპორაიზერით ან ინჰალაციით მოხმარების დროს ეფექტი გაცილებით სწრაფად დგება, თუმცა მოქმედების ხანგრძლივობა მცირეა.
დამოკიდებულების პოტენციალი: არ არსებობს მტკიცებულებები ენბომი იწვევს თუ არა ფიზიკურ დამოკიდებულებას, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
რისკები
ენბომი ახალი ნარკოტიკული საშუალებაა, რომლის ფარმაკოლოგიური და სხვა ნარკოტიკთან კომბინაციაში მოხმარების შესახებ ცოტაა ცნობილი, რაც მის მოხმარებას სარისკოს ხდის. ენბომის მაღალი დოზით მოხმარებას თან შეიძლება ახლდეს:
• დელირიუმი (ფსიქიკის მწვავე მოშლა. თან სდევს ილუზიები, ჰალუცინაციები)
• სახიფათო ქცევა, რომელსაც შეუძლია სიკვდილის გამოწვევა;
• ენბომის ფარმაკოლოგიურმა თვისებებმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. სახიფათო დოზა შეიძლება იყოს ისეთი მცირე რაოდენობაც კი, როგორიცაა 3-5 მლგ;
• LSD-სთან შედარებით მომხმარებლები ენბომის ეფექტებს მეტად უარყოფითად მიიჩნევენ და გაცილებით ზიანის შემცველად აღიქვამენ;
• მკვლევარების აზრით, ფსიქოდელიურმა ნარკოტიკულმა საშუალებებმა, მათ შორის ენბომმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ფარული ფსიქოზური მდგომარეობის, ბიპოლარული მდგომარეობის ან დეპრესიის გამოვლენას. ენბომი მიიჩნევა ნაკლებად უსაფრთხო ფსიქოდელიურ ნარკოტიკად. თუკი LSD-ს შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია ზედოზირება, ენბომის ზღვრულ დოზასაც კი შეუძლია ზედოზირების გამოწვევა.
რისკის შემცირება
• ენბომის მოხმარება შეყნოსვის გზით არ არის რეკომენდებული, რადგან მისი ეფექტები გაცილებით ძლიერია ასეთ დროს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი;
• ცუდი „trip”-ის თავიდან აცილებისათვის შეარჩიე სასურველი მოხმარების გარემო. მედიტაციას ან სხვასთან საუბარს ასევე შეუძლია თავიდან აგაცილოს ცუდი „trip”;
• ძალიან ძნელია ენბომის დოზის ზუსტი განსაზღვრა. 200 მკგ-ზე მეტი რაოდენობის თხევადი ფორმის მიღება არ არის რეკომენდებული.;
• ეცადე ერთმანეთისგან გაარჩიო LSD და ენბომი. ენბომი LSD-სგან განსხვავებით ცხარე და მეტალის გემოს მქონეა. ენბომი ღრძილებს და ენას შეგრძნების უნარს უკარგავს;
• არ შეურიო ენბომი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან, ალკოჰოლთან ან მედიკამენტთან. ენბომის სხვა ნარკოტიკთან ინტერაქციის შესახებ ცოტაა ცნობილი.
ზედოზირების შემთხვევის მართვა
ზედოზირების სიმპტომებია:
• მაღალი არტერიული წნევა;
• აჩქარებული გულისცემა;
• კრუნჩხვა;
• აწეული სხეულის ტემპერატურა (ჰიპერთერმია);
• გაძნელებული შარდვა;
• ფეხების, სახის და ხელების გაბუჟება ან შესიება;
• ლურჯი თითები;
• სუნთქვის გაძნელება;
• პანიკა, შიში და პარანოია;
• მოუსვენარი ძილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.