მეტამფეტამინი

დასახელება: მეტამფეტამინი

ალტერნატიული დასახელებები: Meth; Speed; Crystal; Crank; Tweak; Yaba; Glass; Sisa; Desoxyn®

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: სტიმულატორი

ქიმიური ფორმულა: d-N-methylamphetamine

მოხმარების გზები: მოწევა, ინჰალაცია, ინექცია ან პერორალურად (გადაყლაპვით) მიღება.

მეტამფეტამინს აქვს თეთრი, უსუნო, მწარე გემოს მქონე კრისტალური ფხვნილის ფორმა, რომელიც ადვილად იხსნება წყალსა და ალკოჰოლში. მეტამფეტამინი მე-20 საუკუნეში იქნა მიღებული მისი „მშობელი“ ნარკოტიკული საშუალებისგან - ამფეტამინისგან. მედიცინაში იყენებენ ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) და ნარკოლეფსიის დროს.

ეფექტები

ფსიქოლოგიური ეფექტები:

კეთილდღეობის შეგრძნება;

• ეიფორიის სასიამოვნო შეგრძნება;

• ენერგიის მოზღვავება.

• გაზრდილი კონცენტრაციის უნარი;

• მომატებული სიფხიზლე;

• უძილობა;

• შფოთვა;

• დაბნეულობა;

• გუნება-განწყობის გაუარესება გრძელვადიანი მოხმარების შემდეგ;

• ძალადობრივი ქცევა;

• პარანოია;

• მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;

• დელუზია (ბოდვები) (მაგ. კანქვეშ მწერების მოძრაობის შეგრძნება);

• ეფექტების გასვლის შემდეგ ჩნდება დეპრესია.

ფსიქოზური სიმპტომები შესაძლოა ზოგჯერ თვეები ან წლები გაგრძელდეს მას შემდეგაც კი, რაც ადამიანს მეტამფეტამინის მოხმარებისთვის თავი აქვს დანებებული. აღმოჩნდა, რომ სტრესი ხელს უწყობს მეტამფეტამინური ფსიქოზების სპონტანურ რეციდივს მეტამფეტამინის ყოფილ მომხმარებლებში.

ფიზიკური ეფექტები:

ამფეტამინის მსგავსად, მეტამფეტამინი იწვევს გაძლიერებულ ფიზიკური აქტივობას

და ჭარბ ლაპარაკს;

• მადის შემცირება;

• შენელებული მოძრაობა;

• გაუარესებული ვერბალური დასწავლა (მეტყველების გაგების და გამოხატვის დეფიციტი, წერა-კითხვის პრობლემები);

• წონის კარგვა;

• გულისრევა;

• მწვავე კარიესი და კბილების ცვენა. დენტალური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ცუდი კვებისა და დენტალური ჰიგიენის კომბინაციით, ასევე ნარკოტიკისგან გამომდინარე პირის სიმშრალითა და კბილების ცვენით;

• იარები კანზე. კანის ნაიარევები არის შედეგი კანის კაწვრის, რომ თავი დააღწიონ კანქვეშ მცოცავ წარმოსახვით მწერებს;

• ღვიძლის, თირკმლის და ფილტვის დაზიანება.

ეფექტური დოზა: ორალურად მიღების შემთხვევაში მცირე დოზაა: 5-10 მგ., გავრცელებული დოზაა 10-30 მგ., ხოლო ძლიერ დოზად ითვლება 20-40 მგ., 40+მგ., კი ძალიან დიდი დოზაა. ეფექტების დადგომას სჭირდება 20-70 წთ. და გრძელდება 3-5 სთ. თუ ინჰალაციით, შეყნოსვით ან მოწევით მოიხმართ მცირე დოზაა: 5-10 მგ., გავრცელებული დოზაა 10-30 მგ., ხოლო ძლიერი დოზაა 30-50 მგ., 50+ მგ., ძალიან დიდ დოზად ითვლება. ინჰალაციის, შეყნოსვის დროს ეფექტების დადგომას სჭირდება 5-10 წთ. და ხანგრძლივობაა 2-4 სთ. მოწევის შემთხვევაში ეფექტები დგება 2 წთ-ში და გრძელდება 1-3 სთ. ინექციური მოხმარების შემთხვევაში მცირე დოზაა: 5-10 მგ., გავრცელებული დოზაა 10-20 მგ., ძლიერი დოზაა 20-40 მგ. ეფექტები დგება 2 წთ-ში და გრძელდება 4-8 სთ.

დამოკიდებულების პოტენციალი: ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი მაღალი აქვს, შესაძლოა განვითარდეს ფიზიკური დამოკიდებულებაც. აღკვეთის სიმპტომებია: აპათია, ძილიანობა, დეპრესია, დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა.

რისკები

მეტფეტამინის მოხმარება ზრდის ინსულტის რისკს;

• პარკინსონის დაავადება გავრცელებულია მეტამფეტამინის ყოფილ მომხმარებლებში;

• მეტამფეტამინის მოხმარება ზრდის აივ-ით, B და C ჰეპატიტებით ინფიცირების რისკებს არამარტო იმ პირებში, რომლებიც ინექციური გზით მოიხმარენ, არამედ მეტამფეტამინის არაინექციურად მომხმარებლებშიც. ინექციურ მომხმარებლებში აივ-ი და სხვა ინფექციური დაავადებები ვრცელდება პირდაპირი გზით (დაბინძურებული შპრიცების, ნემსების ან სხვა ატრიბუტების ხელახლა გამოყენებით ან გაზიარებით). მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ხდება მეტამფეტამინის მოხმარება, მისი ინტოქსიკაციური ეფექტი აქრობს თავშეკავების უნარს და მას მოჰყვება ხოლმე დაუცველი სქესობრივი კავშირი.

• გულსისხლძარღვთა მრავლობითი პრობლემები, მათ შორის გულის სწრაფი შეკუმშვები, არარეგულარული გულისცემა, და გაზრდილი არტერიული წნევა.

რისკის შემცირება

• ყოველი ახალი პაკეტის გახსნის წინ მიიღე შენთვის საჭირო, ჩვეული დოზის ¼, რათა შეამოწმო სიძლიერე;

• მიიღე წყალი 500 მლ/სთ, რათა თავიდან აიცილო დეჰიდრატაცია;

• დაღეჭე საღეჭი რეზინი, რათა პირი არ გამოგიშრეს;

• ეცადე მოიხმარო სანდო ადამიანთან ან ჯგუფთან ერთად;

• თუკი ეწევი მეთს, აუცილებელია მეთის სრული აორთქლება, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ სითხის ინჰალაცია არ უნდა მოახდინო, ეს სახიფათოა ფილტვებისათვის;

• თუ ინექციურად მოიხმარ, ყოველთვის გამოიყენე ახალი საინექციო აღჭურვილობა (ნემსი, შპრიცი, ფილტრი და ა.შ). არ გააზიარო ისინი იმ ადამიანებთანაც კი ვისაც კარგად იცნობ. იმ შემთხვევაში თუკი ორივეს C ჰეპატიტი გაქვთ, მაინც არ არის რეკომენდებული გაზიარება. შესაძლოა სხვადასხვა გენოტიპის მქონე ვირუსის მატარებლები იყოთ და გაზიარებით ახალი ინფექციის მატარებელი გახდე;

• ინექციური მოხმარებისგან განსხვავებით გადაყლაპვა ან შეყნოსვა სისხლით გადამდები ინფექციების თავიდან აცილების საშუალებაა;

• სახიფათოა მეტამფეტამინის არევა სტიმულატორებთან და „ვიაგრასთან“, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ეპილეპტიკური შეტევა, გულის შეტევა ან ინსულტი. ასევე არ არის რეკომენდებული მეტამფეტამინის არევა ალკოჰოლთან, ოპიოიდებთან ან ბენზოდიაზეპინებთან რადგან ზედოზირების რისკი იზრდება;

• თუკი აივ დადებითი ხარ, არ არის რეკომენდებული მეტამფეტამინის მოხმარება ანტირეტროვირუსულ მედიკამენტთან ერთად. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს მედიკამენტის ეფექტურობაზე და აივ-თან დაკავშირებულ ზიანი გამოიწვიოს (მაგ., გაამწვავოს მდგომარეობა);

• მიმართე შპრიცებისა და ნემსების პროგრამას.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ზედოზირების ნიშნები:

მაღალი ტემპერატურა

• ოფლიანობა

• გულისრევის შეგრძნება და ღებინება

• ძლიერი კანკალი

• გულის აჩქარება, არტერიული წნევის მატებით

• გულის რითმის დარღვევა

• ტკივილი მუცლის, გულმკერდის და თირკმელების

• მიდამოებში

• აღგზნება

• დეზორიენტაცია

• უცნაური ქცევა

• აგრესიულობა

• პარანოია

• სუიციდური (თავის მოკვლის) აზრები

• პანიკა

• კანკალი და კრუნჩხვები

• ჰალუცინაციები (მხედველობითი, სმენითი)

• გუგების გაფართოვება

• გულყრები

• შოკი/კომა

პირველადი დახმარება:

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში შეეცადეთ გააგრილოთ ადამიანი - დაადეთ ყინული, ჩასვით გრილ აბაზანაში (არ მიატოვოთ!), გადაიყვანეთ გრილ ადგილას

• დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად დაალევინეთ წყალი

• დაამშვიდეთ, დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

• ესაუბრეთ წყნარად და მშვიდად, მაშინაც კი, როდესაც აგრესიულია

• გადაიყვანეთ მშვიდ ადგილას

• თუ პიროვნება არის უგონოდ - შეეცადეთ გონზე მოიყვანოთ, დაუძახეთ სახელით, შეაჯანჯღარეთ

• თუ პასუხს ვერ იღებთ, დააწვინეთ პირველადი დახმარების აღმოჩენის პოზიციაში და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება

დაუყოვნებლივ გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ:

• ადამიანს აქვს კრუნჩხვები

• აქვს ძლიერი თავის ტკივილი

• აქვს ტკივილი გულმკერდის არეში

• უჭირს სუნთქვა

• არის ძლიერ აღზნებული და გამოხატავს პარანოიდულ ქცევას (სხვების უკიდურესი და

დაუსაბუთებელი უნდობლობა)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი „დამატებითი ინფორმაციისათვის იხილე თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.