სოკოები
დასახელება: ფსილოციბინის სოკოები
ალტერნატიული დასახელებები: Magic mushrooms, shrooms, mushies, cubes (for psilocybe cubensis),
liberty caps (for psilocybe semilanceata)
ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ჰალუცინოგენი
ქიმიური ფორმულა: N-phosphoryloxy-N,N-dimethyltryptamine
მოხმარების გზები: გადაყლაპვა, ჩაის გაკეთება, არაქისის კარაქში ან შოკოლადში გარეული მიღება.
ფსილოციბინის სოკოები, იგივე ჯადოსნური სოკოები, ჩვეულებრივ გვხვდება ფსიქოდელიური ნაერთის სახით. ის ჩვეულებრივ გამომშრალია და არ აქვს კარგი გემო. ცნობილია დაახლოებით 180-მდე სახეობის სოკო, რომელიც ფსილოციბინს ან მისგან ნაწარმოებ ფსილოცინს შეიცავს. ფსილოციბინის სოკოებს აქვს რელიგიურ რიტუალებში გამოყენების დიდი ისტორია და დღეისათვის ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ფსიქოდელიური საშუალებაა 34 წლამდე ასაკის, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის ახალგაზრდებში. ფსილოციბინის სოკოები გამოიყენებოდა თერაპიული მიზნებისათვის თავის ტკივილის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის, შფოთვის, დეპრესიისა და ადიქციის დროს.
ეფექტები
ფსიქოლოგიური ეფექტები:
• აძლიერებს არსებულ ემოციებს;
• სხვა ფსიქოდელიურ ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით უფრო ძლიერ ინტროსპექციას იწვევს (ვიხედებით შიგნით);
• ადგილი აქვს „ჰიპნოგოგიურ გამოცდილებას“, რომელიც ნიშნავს გარდამავალ მდგომარეობას სიფხიზლესა და ძილს შორის. ტვინის ვიზუალიზაციის კვლევების მიხედვით, სოკოების „trip“ ნეირობიოლოგიურად ოცნების პროცესის მსგავსია;
• აღქმის ცვლილებები, როგორებიცაა: ილუზიები, სინესთეზია (სენსორული მოდალობების ერთმანეთში არევა, მაგ. ფერების მოსმენა, ხმებისთვის გემოს გასინჯვა და ა.შ.);
• ემოციური ცვლილებები;
• დროის აღქმის ცვლილება.
ფიზიკური ეფექტები:
• ფსილოციბინის შემცველი სოკოების უმეტესობა, ფსიქოდელიური ეფექტების დადგომამდე თავდაპირველად გულისრევის შეგრძნებას და სხვა ფიზიკურ სიმპტომებს იწვევს;
• არასახიფათოდ მომატებული არტერიული წნევა;
• თაბრუსხვევა;
• გაფართოებული თვალის გუგები;
• ღებინება;
• მთქნარება.
ეფექტური დოზა: ორალურად მოხმარების შემთხვევაში ფსილოციბინის სოკოების მცირე დოზაა 3-7.5 გრ, გავრცელებული დოზაა 7.5-12 გრ და ძლიერ დოზად ითვლება 12.5-15 გრ. ეფექტები იწყება 15-60 წთ-ში და პიკს აღწევს 2-4 სთ-ში. ეფექტების ხანგრძლივობაა 4-8 სთ.
დამოკიდებულების პოტენციალი: ითვლება, რომ ფსილოციბინი არ იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა მალე ვითარდება ტოლერანტობა და დროის მოკლე ინტერვალში რამდენიმე მოხმარების შემდეგ იმავე დოზის მიღების შედეგად ვეღარ მიიღწევა სასურველი ეფექტი. ფსილოციბინს და LSD-ს ჯვარედინ ტოლერანტობა ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ ორივე ნარკოტიკული საშუალება ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორზე მოქმედებს და თუკი მიიღებ LSD-ს ერთ დღეს, შემდეგ დღეს ფსილოციბინის მიღებით გამოწვეული ეფექტების ინტენსივობა შემცირდება.
რისკები
• ფსილოციბინის მომხმარებლები დგანან შეცდომით ველური სოკოს მიღებით გამოწვეული მოწამვლის წინაშე.
• ფსიქოდელიურ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკები ძირითადად ფსიქოლოგიურია და არა - ფიზიკური.
• ფიზიკურად, ფსილოციბინის სოკოები მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ ტოქსიკურ ნარკოტიკულ საშუალებად. მისი ფიზიკური ეფექტები შესაძლებელია იცვლებოდეს ინდივიდიდან ინდივიდამდე და მოიცავდეს: გულისცემის აჩქარებას ან შენელებას, არტერიული წნევის ცვლილებებს, გულისრევას, კანკალს/ცახცახს, თვალის გუგების გაფართოებას, მოუსვენრობასა და კოორდინაციის პრობლემებს.
• სოკოებისგან გამოწვეული“trip” შეიძლება იყოს შემაშინებელი და გამოიწვიოს შფოთვა, პანიკა.
რისკის შემცირება
• თუკი შენ ან სხვა ნათესავებს გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები როგორიცაა მაგალითად შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა არ მოიხმარო ფსილოციბინი.
• ფსილოციბინის სხვა ნარკოტიკ(ებ)თან ინტერაქციის შესახებ სისტემური მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლების რჩევით, როცა ფსიქოდელიურ ნივთიერების მოხმარება ხდება, საუკეთესო ვარიანტია ალკოჰოლისგან თავის შეკავება.
• ისწავლე როგორ გაარჩიო ფსილოციბინი სხვა ველური სოკოებისგან და ყოველთვის სანდო, ნაცნობი წყაროსგან შეიძინე;
• სოკოს მოხმარების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში, მომხმარებლებს აღენიშნებათ გულისრევა. ჩაიში ფსილოციბინის 20 წუთიანი დუღილი დაგეხმარება გულისრევის გამოწვევის რისკის შემცირებაში;
• როგორც ყველა ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში, ფსილოციბინის დროსაც მნიშვნელოვანია რა გარემოში და როგორ განწყობაზე მოიხმარ. არ მოიხმარო ფსილოციბინი თუ ცუდ განწყობაზე ან უცნობ გარემოში ხარ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ცუდი „trip”;
• არ მოიხმარო დიდი დოზით, დაიწყე მცირე დოზით მოხმარება და დაელოდე სულ მცირე 1 საათი, რათა ნახო, რამდენად უსაფრთხოა ფსილოციბინი შენთვის და თავიდან აიცილო ცუდი „trip”.
სოკოების მოხმარება იშიათად იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, ადამიანმა შესაძლოა განიცადოს შემდეგი სიმპტომები:
• აღგზნება;
• ღებინება;
• დიარეა;
• კუნთების სისუსტე;
• პანიკა და პარანოია;
• ფსიქოზი;
• კომა.