დავით ოთიაშვილი
დირექტორი1992 წელს დაასრულა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიიღო ფსიქიატრის კვალიფიკაცია. ათი წლის მანძილზე მუშაობდა ექიმ-ნარკოლოგად ნარკოლოგიურ კლინიკაში. 2003-2004 წლებში სწავლობდა წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ბალტიმორი, აშშ). 2014 წელს დაიცვა დოქტორის ხარისი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში პრაღის კარლოვის უნივერსიტეტში. იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჯანდაცვის მიმართულერბით. ბოლო წლებში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის წამალდამოკიდებულების პრობლემის კვლევა, დარგის სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მიწოდება. აქტიურად არის ჩართული პოლიტიკის ცვლილების საადვოკაციო საქმიანობაში და საქართველოს პარლამენტში არის ლობისტი. საქართველოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათასორისი საბჭოს წევრია, სადაც წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს.