მეცნიერება პოლიტიკისა და პრაქტიკის სამსახურში

კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში - საერთაშორისო გამოცდილების წარდგენა და საჯარო დისკუსია

ივლისი 02, 2022
ქართველი ექიმებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის კანაბინოიდების მედიცინაში გამოყენების შესახებ შეხვედრა გამართა ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა კირსტენ მიულერ-ვალმა, რომელიც პირად პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კანაბინოიდებს ეპილეფსიის რთული ფორმების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა და სხვა ტიპის სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებში. ღონისძიება გაიმართა 1 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კანაპედია, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია, ღია საზოგადოების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საინფორმაციო შეხვედრა ნევროლოგებთან სამედიცინო კანაბინოიდების შესახებ

მაისი 30, 2022
პროექტის „სამედიცინო კანაფი საქართველოში“ ფარგლებში, 27-29 მაისს კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მომუშავე ნევროლოგებსა და ფსიქიატრებთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა კანაბინოიდების გამოყენების საჭიროებები, მკურნალობის დანერგვის რისკები და სარგებელი.

საინფორმაციო შეხვედრა ონკოლოგებთან სამედიცინო კანაბინოიდების შესახებ

მაისი 20, 2022
პროექტის „სამედიცინო კანაფი საქართველოში“ ფარგლებში, 20-22 მაისს კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მომუშავე ონკოლოგებთან. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ონკოლოგიაში სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენებების შესახებ დისკუსიას და სამომავლო აქტივობების განხილვას.

#დიდება უკრაინას! #დიდება გმირებს! #Слава Україні! Героям слава! #Glory to Ukraine! #Glory to the heroes!

მაისი 02, 2022
ალტერნატივა ჯორჯიას გუნდი ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ მოქმედებებს და გენოციდს უკრაინის მიმართ. ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ მათ.

ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვა 2022

მარტი 29, 2022
საქართველოში 2015 წელს ჩატარდა ზოგადი მოსახლეობის კვლევა და მიმდინარე, 2022 წელს, განმეორებით ტარდება. აღნიშნული კვლევა დაფინანსებულია ევროკავშირის, კერძოდ ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ.

კონკურსი საექსპერტო მომსახურებისთვის

იანვარი 17, 2022
არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯია- ადიქციის კვლევითი ცენტრი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოებისთვის. (Project name: Empowering civil society and professional organizations to ensure safe, secure and accountable society in Georgia). პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წ. იანვარი - 2024 წ. დეკემბერი . პროექტის ფარგლებში ალტერნატივა ჯორჯია აცხადებს კონკურსს ექსპერტის მოსაძიებლად.

მონაცემთა შეგროვების ონლაინ ტრენინგ კურსი

დეკემბერი 20, 2021
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში თემატური კვლევისა და საგანმანათლებლო ინფრასქტრუქტურის შექმნა” ფარგლებში ალტერნატივა ჯორჯიას მიერ შემუშავდა ონლაინ ტრენინგ კურსი. ონლაინ კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს კვლევის დაგეგმვის, მონაწილეთა შერჩევის, კვლევის ეთიკის საკითხების დაცვის, მონაცემთა შეგროვების შესავალი საკითხები. ონლაინ კურსი აერთიანებს სამ მოდულს:კვლევის მეთოდოლოგიური (დიზაინის) საფუძვლებიკვლევის ინსტრუმენტებიკვლევის ეთიკის საფუძვლები - ბიოეთიკა

ევროპული ვებ-გამოკითხვა ნარკოტიკებზე 2021

მარტი 18, 2021
ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი იწყებს 2021 წლის ევროპულ ვებ-გამოკითხვას ნარკოტიკებზე, რათა შეაფასოს მოხმარების მახასიათებლები 30 ქვეყანაში. მოიხმარ ნარკოტიკებს? რა სიხშირით? რა რაოდენობით? ეს ის კითხვებია, რასაც მოიცავს დღეს დაწყებული გამოკითხვა. გამოკითხვა გამიზნულია 18 წელს ზევით მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის. კვლევა მიზნად ისახავს ევროპაში ნარკოტიკის მოხმარების მახასიათებლების უკეთ გაგებას და მომავალი პოლიტიკის და ინტერვენციების ფორმირების ხელშეწყობას.

ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ სისტემაში

მარტი 05, 2021
ადვოკატირების პროექტი: "ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ სისტემაში" ხორციელდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯიას მიერ "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის" ფარგლებში.

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევა

ოქტომბერი 08, 2020
კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს 13 ქვეყანაში (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი.

COVID-19 პანდემიის ზეგავლენა არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე

ივნისი 22, 2020
ზიანის შემცირების პროგრამებსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემში მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია მოიპოვება იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე.

ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანდაცვაში

ივნისი 19, 2020
საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ შეიმუშავა ჯანდაცვის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომის აკრედიტებული ოლაინ სასწავლო პროგრამა, რომლის გავლაც უკვე შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ანგარიშის პრეზენტაცია

დეკემბერი 26, 2019
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია.

იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019

დეკემბერი 07, 2019
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ''იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019'' გაიმართა 5, 6 და 7 დეკემბერს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოება, იბოგაინი მსოფლიოსთვის, აქტივისტი დავით სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამა.

ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის

დეკემბერი 02, 2019
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ 2019 წლის 2 დეკემბერს სისხლის სამართლის ადვოკატების მონაწილეობით გამართა ტრენინგი თემაზე „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“.