ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის
დეკემბერი 02, 2019„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ 2019 წლის 2 დეკემბერს სისხლის სამართლის ადვოკატების მონაწილეობით გამართა ტრენინგი თემაზე „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“.
ტრენინგის მიზანს ადვოკატებთან ერთად მოქმედი ნარკოპოლიტიკის გამოწვევების განხილვა, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ნარკოპოლიტიკის სფეროში მგრძნობელობის გაზრდა წარმოადგენდა.
ტრენინგის ფარგლებში "ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევრებმა, ირმა კირთაძემ და დავით ოთიაშვილმა, წარადგინეს მოხსენებები ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტების, წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და ზიანის შემცირებისთვის სახელმწიფოს მიდგომების თაობაზე.