იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019
დეკემბერი 07, 2019ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ''იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019'' გაიმართა 5, 6 და 7 დეკემბერს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოება, იბოგაინი მსოფლიოსთვის, აქტივისტი დავით სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამა.
იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება. იბოგაინი ეფექტურია ნივთიერებებზე დამოკიდებულების, პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობების, პარკინსონისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. ფორუმმა თავი მოუყარა მსოფლიოს წამყვან მკვლევრებს, მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, რომლებმაც განიხილეს იბოგაინით მკურნალობის ასპექტები და საზოგადოებას გააცნეს კლინიკური კვლევების შედეგები.
კონფერენციის მიზანი იყო ინტერაქციული სადისკუსიო სივრცის შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მეცნიერებისთვის, ექიმებისთვის, თერაპევტებისა და სტუდენტებისთვის. ფორუმი წარმოადგენს ინტერდისციპლინალურ პლატფორმას, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით შემდგომი კვლევების განვითარებას.