საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ანგარიშის პრეზენტაცია
დეკემბერი 26, 201926 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მოამზადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა, დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“, ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ასევე, ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა წარადგინა წლის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა კვლევითი პროექტი. ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის 2019 წლის კურსდამთავრებულებმა წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომები.
ნარკოვითარების ანგარიში 2018 იხილეთ აქ