ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანდაცვაში
ივნისი 19, 2020საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ შეიმუშავა ჯანდაცვის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომის აკრედიტებული ოლაინ სასწავლო პროგრამა, რომლის გავლაც უკვე შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. პროგრამა შედგება 5 მოდულისგან, მათ შორის ადიქტოლოგიის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომის მოდულს. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
ასევე მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პაციენტზე, როგორც პიროვნებაზე, ზრუნვის მიდგომის დამკვიდრებას. ამგვარი ცვლილებით ჯანდაცვა გახდება უფრო ჰუმანური, პაციენტის საჭიროებებზე
მორგებული და ხარჯთეფექტური. აღნიშნულის მიღწევა კი ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის გზით არის შესაძლებელი.
ანალიტიკური და ონლაინ სასწავლო მოდულის შექმნა დაფინანსებულია "კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრის" მიერ, Bread fot the World-ის მხარდაჭერით.
ონლაინ სასწავლო მოდული იხილეთ აქ
ანალიტიკური ანგარიში იხილეთ აქ