COVID-19 პანდემიის ზეგავლენა არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე

ზიანის შემცირების პროგრამებსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემში მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია მოიპოვება იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე. ჩვენი ჰიპოთეზაა, რომ პანდემია გავლენას მოახდენს არალეგალური ნარკოტიკების ბაზარზე (ონლაინ ბაზრის ჩათვლით) - ფასის, ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და მათი მოპოვების გზების მხრივ. ჩვენი მიზანია, აღვწეროთ და შევაფასოთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევითი ცვლილებები ნარკოტიკების რეგულარულ მომხმარებლებში. მოცემული კვლევა ტარდება საქართველოსა და უკრაინაში.

კვლევაში მონაწილეობას იღებს ნარკოტიკის 50 რეგულარული მომხმარებელი თითოეული ქვეყნისთვის (ჯამში - 100 მონაწილე), რომლებიც ავსებენ ონლაინ სტრუქტურირებულ კითხვარს 2 კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, ხოლო თვისებრივი ინტერვიუები უტარდება იმავე რესპონდენტებს 3 თვეში ერთხელ. გარდა ამისა, ტარდება თვისებრივი ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან თვეში ერთხელ. ასევე, ვაწარმოებთ ნარკოტიკების ონლაინ ბაზრის მონიტორინგს.

პროექტის თარიღია: 1 აპრილი, 2020 – 1 ოქტომბერი, 2020

პროექტი დაფინანსებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულებისა მონიტორინგის ცენტრის მიერ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ კვლევის შესახებ პუბლიკაცია