ევროპული ვებ-გამოკითხვა ნარკოტიკებზე 2021

ნებაყოფლობითი, ანონიმური გამოკითხვა ტარდება 30 ქვეყანაში, 29 ენაზე და წელს საქართველო პირველად უერთდება. კვლევის პოპულარიზაცია ეროვნულ დონეზე მოხდება რეიტოქსის ადგილობრივი ცენტრების და მათი პარტნიორების მიერ, ასევე სოციალური მედიის საშუალებით.

ამ წელს პირველად დასავლეთ ბალკანეთის და ევროპულ სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობით ტარდება გამოკითხვა.

გამოკითხვა, რომელიც 6 კვირა გაგრძელდება, სტრუქტურულად მოიცავს შემდეგ მოდულებს: სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები, ნარკოტიკის მოხმარების მახასიათებლები, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, ნარკოტიკზე წვდომა (ფასი და რაოდენობა) და COVID-19-ის გავლენა ნარკოტიკის მოხმარების მახასიათებლებზე. გამოკითხვის შედეგები ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის დაგროვებას ევროპაში ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკისა და მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე, დაგვეხმარება ნარკობაზრის ზომის შეფასებაში როგორც ეროვნულ, ისე ევროპის დონეზე, ზოგადად კი გამოყენებული იქნება პოლიტიკის განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გამოკითხვა წარმომადგენლობითი არ არის, მონაცემების შეგროვების სხვა ტრადიციულ მეთოდებთან ერთად გამოყენებით აქვს პოტენციალი ევროპაში არსებული მოხმარების და ნარკობაზრის შესახებ უფრო დეტალური, რეალისტური და დროული სურათი შექმნას. ნარკოტიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი პასუხობს ნარკოტიკთან დაკავშირებულ მუდმივად ცვალებად პრობლემებს.

#EuropeanDrugSurvey

ვიდეო ნარკოტიკებზე ევროპული ვებ გამოკითხვის მეთოდოლოგიის შესახებ

გამოკითხვის ლინკი

ვიდეო ევროპული ვებ გამოკითხვის შესახებ