მონაცემთა შეგროვების ონლაინ ტრენინგ კურსი
დეკემბერი 20, 2021ვისთვის არის საინტერესო ტრენინგის გავლა?
ონლაინ კურსი გამიზანულია მოწყვლად ჯგუფებთან (განსაკუთრებით ნარკოტიკების მომხმარებლებთან) მომუშავე ორგანიზაციების პერსონალისთვის.
რას საკითხებს მოიცავს კურსი?
ონლაინ კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს კვლევის დაგეგმვის, მონაწილეთა შერჩევის, კვლევის ეთიკის საკითხების დაცვის, მონაცემთა შეგროვების შესავალი საკითხები.
ონლაინ კურსი აერთიანებს სამ მოდულს:
1. კვლევის მეთოდოლოგიური (დიზაინის) საფუძვლები
2. კვლევის ინსტრუმენტები
3. კვლევის ეთიკის საფუძვლები - ბიოეთიკა
ტრენინგის გავლა არ საჭიროებს მომხმარებლის/მსმენელის რაიმე სახის რეგისტრაციას და არის უფასო.
ონლან კურსის გასავლელად დააჭირეთ აქ!