ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვა 2022

კვლევის მიზანია შეისწავლოს მოსახლეობაში თამბაქოს, ალკოჰოლის, გარკვეული ტიპის მედიკამენტებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და საზოგადოებაში არსებული განწყობა ამ საშუალებათა მოხმარების მიმართ. კვლევის ინტერესს წარმოადგენს, ასევე, აზარტული თამაშები და მათ მიმართ არსებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. საბოლოოდ, კვლევის მიზანია, შევისწავლოთ მოსახლეობის ცხოვრების წესის ამჟამინდელი მდგომარეობა. კვლევას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაციები დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ტრაექტორია. კვლევას ზედამხედველობას უწევენ ევროკავშირის, კერძოდ ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის ჯანდაცვის ექსპერტები.