კონკურსი საექსპერტო მომსახურებისთვის

კონკრეტული დავალება ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში თამბაქოს, ალკოჰოლის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარების სკრინინგის ინსტრუმენტების და კლინიკური პროტოკოლების შემუშავებას და დანერგვის ხელშეწყობას.  

კერძოდ: 

1. მჭიდრო თანამშრომლობა ალტერნატივა ჯორჯიას პროექტის გუნდთან და პარტნიორი ორგანიზაციის, საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექსპერტებთან.

  1. ალკოჰოლის თამბაქოს  და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების სკრინინგის ინსტრუმენტის ASSIST მომზადება, ჯანმოს მიერ შემუშავებული ინსტრუმენტის საფუძველზე (6 სამუშაო დღე).
  2. სკრინინგის, ხანმოკლე-ინტერვენციის და სამკურნალო სერვისებში რეფერირების (Screening, Brief Intervention, and Referral to Treatment SBIRT) პროტოკოლის მომზადება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის (5 სამუშაო დღე)
  3. ალკოჰოლის სარისკო მოხმარების საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტის AUDIT (Alcohol Use Disorders Identification Test) მომზადება (5 სამუშაო დღე).
  4. მომზადებული ინსტრუმენტების და პროტოკოლის ვალიდაციისთვის კოორდინაცია პირველადი ჯანდაცვის ექსპერტებთან და კომენტარების საფუძველზე სამი ინსტრუმენტის/პროტოკოლის - ASSIST, SBIRT, AUDIT - საბოლოო ვერსიის შემუშავება  (2 სამუშაო დღე).

ექსპერტების კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება სურველია მედიცინაში ან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სამეცნიერო ხარისხი
  • ადიქციის/აივ/შიდსის, ზიანის შემცირების დარგში მინიმუმ 5 წლის გამოცდილება
  • ლინიკური გაიდლაინების ან პროტოკოლების შექმნის გამოცდილება.
  • ინგლისურ ენაზე არსებული სამედიცინო ლიტერატურის დამუშავების უნარები.

ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სპეციფიკური პროდუქტის წარმატებით დასრულების შემდეგ შეთანხმებული დღიური ტარიფის გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე გამოქვეყნებული პუბლიკაციების სიით და 3 რეფერენსით. ასევე შეგვატყობინეთ თქვენი საექსპერტო მომსახურების დღიური ტარიფი ევროში (თუმცა ანაზღაურება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში).

საკონტაქტო ელფოსტა: administrator@altgeorgia.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 27 იანვარი, 18 საათი.