ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე
ოქტომბერი 27, 202227 ოქტომბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე ალტერნატივა ჯორჯიამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამართა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმირებულობის დღე, სადაც ექსპერტებმა ფესიბუქ ლაივის განმავლობაში უპასუხეს აუდიტორიისგან (სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სხვა) შემოსულ კითხვებს ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით.
ექსპერტებს შორის იყვნენ:
✓ იურისტი გურამ იმნაძე - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. ილიაუნის მოწვეული ლექტორი;
✓ ფსიქოთერაპევტი თამუნა ბოკუჩავა - ნარკოლოგიური კლინიკა ნეოგენი;
✓ ნარკოლოგი თათა ასათიანი - ნარკოლოგიური კლინიკა ლიბერტასის სამედიცინო დირექტორი;
✓ ნარკოლოგი თამარ სირბილაძე-საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის მთავარი ექსპერტი/კონსულტანტი;
✓ ფსიქიატრი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ალტერნატივა ჯორჯიას მთავარი მკვლევარი ირმა კირთაძე.