სამუშაო შეხვედრა ალტერნატიული სასჯელის შესახებ

8-9 ოქტომბერს ალტერნატივა ჯორჯიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, შსს-ს, გენერალური პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ეხებოდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ალტერნატიული სასჯელის საკითხს.