ლისბონ ედიქშენის კონფერენციაზე ონლაინ მარკეტ "მატანგას" კვლევის შედეგების წარდგენა

ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა კირთაძემ 2022 წლის 23-25 ნოემბერს ლისბონ ედიქშენის კონფერენციაზე წარადგინა ონლაინ მარკეტ "მატანგას" კვლევის შედეგები. ალტერნატივა ჯორჯიას მკვლევართა გუნდი "მატანგას" მონიტორინგს ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა. კვლევა მიზნად ისახავდა ქართველი მომხმარებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ქცევითი პატერნების და ონლაინ დაშიფრული მარკეტის თავისებურებების შესწავლას. ალტერნატივა ჯორჯიას დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ოთიაშვილი კი იყო პლენარული სესიის დისკუსანტი. მან ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოში ნარკოვითარების სფეროში მოხდა და აღნიშნა ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მხარდაჭერა ამ პროცესში. ასევე სესიაზე განხილული იყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.