სამუშაო შეხვედრა ნევროლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას გუნდმა 2-3 დეკემბერს გამართა სამუშაო შეხვედრა ნევროლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში დარგის ექპერტებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილეს. ნევროლოგმა სოფიო კასრაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების პოტენციურ გამოყენებაზე ნევროლოგიაში. ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა ირმა კირთაძემ ისაუბრა კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ ინფორმირებულობის აქტივობებსა და საზოგადოებრივი შეხედულებების ონლაინ კვლევაზე.