სამუშაო შეხვედრა ონკოლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების საქართველოში, ონკოლოგიაში პოტენციური გამოყენების შესახებ

10 დეკემბერს დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას გუნდმა სამუშაო შეხვედრა გამართა ონკოლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების საქართველოში, ონკოლოგიაში პოტენციური გამოყენების შესახებ.

შეხვედრის განმავლობაში ონკოლოგმა იოსებ აბესაძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა სამედიცინო კანაფის ონკოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიმოხილვა.

ალტერნატივა ჯორჯიას დირექტორმა დავით ოთიაშვილმა აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენების გამოცდილებასა და ამ მედიკამენტის დანერგვის მოდელების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა ირმა კირთაძემ ისაუბრა კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ ინფორმირებულობის აქტივობებსა და საზოგადოებრივი შეხედულებების ონლაინ კვლევაზე.