EECA INTERACT-ი სამეცნიერო სემინარი
დეკემბერი 14, 20222022 წლის 14 დეკემბერს, რიგაში (ლატვია) გაიმართა EECA INTERACT-ი სამეცნიერო სემინარი, რომელიც აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გავრცელებას ეხებოდა.
ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა, ირმა კირთაძემ, აუდიტორიას წარუდგინა საინექციო ინსტრუმენტების გამცემი, მექანიკური აპარატების თბილისში იმპლემენტაციის კვლევის შედეგები. აღნიშნული ინტერვენციის დანერგვით დაინტერესებულებს კი - 15 დეკემბერს, შიდსის საერთაშორის საზოგადოების საგანამანათლებლო ფონდის ვორქშოფზე, გამოცდილება გაუზიარა.