EMCDDA4GE-ის დასკვნითი ღონისძიება
ივნისი 14, 20232023 წლის 14 ივნისს, EMCDDA4GE-ის დასკვნით ღონისძიებაზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის შედეგები აუდიტორიას წარუდგინა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის მთავარმა მკვლევარმა ირმა კირთაძემ.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა საინტერესო მიგნებები და შედეგები, ასევე განსხვავებები 2015 წლის ამავე კვლევასთან შედარებით, რომელსაც მომდევნო პოსტებში გაგიზიარებთ.
კვლევის სრული ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://altgeorgia.ge/media/uploads/gps-2022-report_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97.pdf