ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო საფეხურზე ბიოსტატისტიკის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო საფეხურზე ბიოსტატისტიკის მიმართულებით.

იელის უნივერსიტეტი, აშშ-ის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი 300-წლიანი ისტორიით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას 5-წლიანი პროექტის სახით. პროექტი დაფინანსებულია Fogarty International-ისა და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (National Institutes of Health (NIH)) მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 4 პროფესორის სტაჟირებას იელის უნივერსიტეტში ბიოსტატისტიკისა და იმპლემენტაციური მეცნიერების მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტების სწავლას იელის უნივერსიტეტში. აღნიშნული პროექტის მთავარი მკვლევარია ირმა კირთაძე, ხოლო ალტერნატივა ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი დავით ოთიაშვილი არის თანამკვლევარი მკვლევარი.