მეცნიერება პოლიტიკისა და პრაქტიკის სამსახურში

ნარკომოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები - ინტერვიუ ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილთან

აპრილი 10, 2024
მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა იზრდება. აღნიშნულის პარალელურად კი, ნარკოტიკების მომხმარებელთა გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაზიანების რიცხვიც მზარდია. დ. ოთიაშვილის განმარტებით, ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია კლებისკენ მიდის, ვინაიდან ახლა ტენდენციური სხვა მეთოდებია. არსებულ მდგომარეობას იმ მონაცემების საფუძველზე ვაფასებთ, რომელიც გაგვაჩნია და არა პირადი შთაბეჭდილებების მიხედვით.

ნარკოპოლიტიკა საქართველოში: მითები და რეალობა

აპრილი 02, 2024
პოდკასტი თავის დრო #50 - ეპიზოდის სტუმარი დავით ოთიაშვილი, რომელთანაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, წამალდამოკიდებულებაზე და ამ თემების გარშემო მითებსა და რეალობაზე

ალტერნატივა ჯორჯიას ოფისს ესტუმრნენ გერმანელი კოლეგები

ივნისი 19, 2023
2023 წლის 19 ივნისს ალტერნატივა ჯორჯიას ოფისს ესტუმრნენ გერმანელი კოლეგები, რომლებიც დაინტერესებული არიან ბერლინში აივ პრევენციის მასალების გამავრცელებელი აპარატის დანერგვით.

EMCDDA4GE-ის დასკვნითი ღონისძიება

ივნისი 14, 2023
2023 წლის 14 ივნისს, EMCDDA4GE-ის დასკვნით ღონისძიებაზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის შედეგები აუდიტორიას წარუდგინა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის მთავარმა მკვლევარმა ირმა კირთაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო საფეხურზე ბიოსტატისტიკის მიმართულებით.

აპრილი 02, 2023
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო საფეხურზე ბიოსტატისტიკის მიმართულებით. იელის უნივერსიტეტი, აშშ-ის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი 300-წლიანი ისტორიით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას 5-წლიანი პროექტის სახით. პროექტი დაფინანსებულია Fogarty International-ისა და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (National Institutes of Health (NIH)) მიერ.

კლუბური ნარკოტიკებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საფრთხეები და პრევენცია

თებერვალი 03, 2023
2023 წლის 3 თებერვალს დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" მთავარმა მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა კირთაძემ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა კლუბური ნარკოტიკებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საფრთხეებსა და პრევენციაზე.

EECA INTERACT-ი სამეცნიერო სემინარი

დეკემბერი 14, 2022
2022 წლის 14 დეკემბერს, რიგაში (ლატვია) გაიმართა EECA INTERACT-ი სამეცნიერო სემინარი, რომელიც აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გავრცელებას ეხებოდა.

სამუშაო შეხვედრა ონკოლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების საქართველოში, ონკოლოგიაში პოტენციური გამოყენების შესახებ

დეკემბერი 10, 2022
10 დეკემბერს დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას გუნდმა სამუშაო შეხვედრა გამართა ონკოლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების საქართველოში, ონკოლოგიაში პოტენციური გამოყენების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ონკოლოგმა იოსებ აბესაძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა სამედიცინო კანაფის ონკოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიმოხილვა.

სამუშაო შეხვედრა გადაუდებელი მდგომარეობების დროს წამალდამოკიდებულების სერვისების მართვის მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ

დეკემბერი 09, 2022
9 დეკემბერს ალტერნატივა ჯორჯიას წარმომადგენლებმა ჩანაცვლებითი თერაპიისა და ზიანის შემცირების ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს გადაუდებელი მდგომარეობების დროს წამალდამოკიდებულების სერვისების მართვის მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ.

თბილისის 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე „სფაიქინგი“.

დეკემბერი 06, 2022
6 დეკემბერს ალტერნატივა ჯორჯიას ასისტენ მკვლევარმა და ადიქტოლოგმა მარიამ შეროზიამ, თბილისის 130-ე საჯარო სკოლის 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „სფაიქინგი“.

სამუშაო შეხვედრა ნევროლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ

დეკემბერი 02, 2022
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას გუნდმა 2-3 დეკემბერს გამართა სამუშაო შეხვედრა ნევროლოგებთან კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში დარგის ექპერტებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილეს. ნევროლოგმა სოფიო კასრაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების პოტენციურ გამოყენებაზე ნევროლოგიაში.

ლისბონ ედიქშენის კონფერენციაზე ონლაინ მარკეტ "მატანგას" კვლევის შედეგების წარდგენა

ნოემბერი 25, 2022
ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა კირთაძემ 2022 წლის 23-25 ნოემბერს ლისბონ ედიქშენის კონფერენციაზე წარადგინა ონლაინ მარკეტ "მატანგას" კვლევის შედეგები. ალტერნატივა ჯორჯიას მკვლევართა გუნდი "მატანგას" მონიტორინგს ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა. კვლევა მიზნად ისახავდა ქართველი მომხმარებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ქცევითი პატერნების და ონლაინ დაშიფრული მარკეტის თავისებურებების შესწავლას.

სფაიქინგი

ნოემბერი 25, 2022
25 ნოემბერს ალტერნატივა ჯორჯიას ასისტენტ-მკვლევარმა მარიამ შეროზიამ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა "სფაიქინგზე", მისი პრევენციის გზებზე და გლობალურ სტატისტიკაზე. სფაიქინგი ფსიქოაქტიური საშუალების ვინმეს სხეულში მისი თანხმობის გარეშე ან მოტყუებით შეყვანას გულისხმობს.

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის შეხვედრა

ნოემბერი 11, 2022
11 ნოემბერს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის შეხვედრა. ასოციაცია აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის ადიქციის კვლევების მაგისტრანტებს, კურსდამთავრებულებსა და დარგის პროფესიონალებს. შეხვედრაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა ბატონმა დავით ოთიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.

„დიალოგები ფსიქოგანათლებაზე“

ნოემბერი 03, 2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და Artarea/Tv2.0 ყოველ ხუთშაბათს აშუქებს გადაცემათა ციკლს „დიალოგები ფსიქოგანათლებაზე“. 3 ნომებერს, რიგით მეთხუთმეტე გადაცემაში ჯანა ჯავახიშვილი ესაუბრა ილიაუნის პროფესორს, ალტერნატივა ჯორჯიას მთავარ მკვლევარს - ირმა კირთაძეს. საუბარი ეხებოდა წამალდამოკიდებულების მკურნალობას.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე

ოქტომბერი 27, 2022
27 ოქტომბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე ალტერნატივა ჯორჯიამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  გამართა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმირებულობის დღე, სადაც ექსპერტებმა ფესიბუქ ლაივის განმავლობაში  უპასუხეს აუდიტორიისგან (სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სხვა) შემოსულ კითხვებს ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით.

კონფერენცია კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ

ოქტომბერი 20, 2022
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 20-21 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების შესახებ. ალტერნატივა ჯორჯიას მხარდაჭერით, საქართველოდან კონფერენციას დაესწრნენ ონკოლოგი იოსებ აბესაძე და ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი სოფიო კასრაძე.

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესი

ოქტომბერი 16, 2022
16 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ალტერნატივა ჯორჯიას მთავარმა მკვლევარმა ირმა კირთაძემ მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესზე წარადგინეს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებისა და გემბლინგს შესახებ ზოგადი მოსახლეობის კვლევის წინასწარი შედეგები. კვლევის სრული ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება მალე.

გადაცემა მე-17 სართული

ოქტომბერი 15, 2022
15 ოქტომბერს გადაცემა მე-17 სართულის ეთერში ალტერნატივა ჯორჯიას მკვლევარმა თამარ მღებრიშვილმა, კოლეგებთან ერთად, ისაუბრა ფენტანილის მოხმარების რისკებზე, საქართველოს ნარკოპოლიტიკის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

საინფორმაციო შეხვედრა თამბაქოს მოხმარების შესახებ

ოქტომბერი 13, 2022
13 ოქტომბერს, ალტერნატივა ჯორჯიას მთავარი მკვლევარი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებათა დოქტორი ირმა კირთაძე ზალდასტანიშვილის ამერიკის აკადემიის მერვე კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე „თამბაქოს ზიანი ჯანმრთელობაზე“.

სამუშაო შეხვედრა ალტერნატიული სასჯელის შესახებ

ოქტომბერი 09, 2022
8-9 ოქტომბერს ალტერნატივა ჯორჯიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, შსს-ს, გენერალური პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა ეხებოდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ალტერნატიული სასჯელის საკითხს.

შეხვედრა პროტოკოლების შემუშავების მრჩეველთა ჯგუფთან

ოქტომბერი 01, 2022
1-2 ოქტომბერს სასტუმრო მწერლებში ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "ზრუნვა, პრევენცია და ადამიანის უფლებების" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პროტოკოლების შემუშავების მრჩეველთა ჯგუფის წევრებთან.

კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში - საერთაშორისო გამოცდილების წარდგენა და საჯარო დისკუსია

ივლისი 02, 2022
ქართველი ექიმებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის კანაბინოიდების მედიცინაში გამოყენების შესახებ შეხვედრა გამართა ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა კირსტენ მიულერ-ვალმა, რომელიც პირად პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კანაბინოიდებს ეპილეფსიის რთული ფორმების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა და სხვა ტიპის სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებში. ღონისძიება გაიმართა 1 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კანაპედია, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია, ღია საზოგადოების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საინფორმაციო შეხვედრა ნევროლოგებთან სამედიცინო კანაბინოიდების შესახებ

მაისი 30, 2022
პროექტის „სამედიცინო კანაფი საქართველოში“ ფარგლებში, 27-29 მაისს კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მომუშავე ნევროლოგებსა და ფსიქიატრებთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა კანაბინოიდების გამოყენების საჭიროებები, მკურნალობის დანერგვის რისკები და სარგებელი.

საინფორმაციო შეხვედრა ონკოლოგებთან სამედიცინო კანაბინოიდების შესახებ

მაისი 20, 2022
პროექტის „სამედიცინო კანაფი საქართველოში“ ფარგლებში, 20-22 მაისს კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მომუშავე ონკოლოგებთან. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ონკოლოგიაში სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენებების შესახებ დისკუსიას და სამომავლო აქტივობების განხილვას.

#დიდება უკრაინას! #დიდება გმირებს! #Слава Україні! Героям слава! #Glory to Ukraine! #Glory to the heroes!

მაისი 02, 2022
ალტერნატივა ჯორჯიას გუნდი ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ მოქმედებებს და გენოციდს უკრაინის მიმართ. ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ მათ.

ზოგადი მოსახლეობის გამოკითხვა 2022

მარტი 29, 2022
საქართველოში 2015 წელს ჩატარდა ზოგადი მოსახლეობის კვლევა და მიმდინარე, 2022 წელს, განმეორებით ტარდება. აღნიშნული კვლევა დაფინანსებულია ევროკავშირის, კერძოდ ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ.

კონკურსი საექსპერტო მომსახურებისთვის

იანვარი 17, 2022
არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯია- ადიქციის კვლევითი ცენტრი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოებისთვის. (Project name: Empowering civil society and professional organizations to ensure safe, secure and accountable society in Georgia). პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წ. იანვარი - 2024 წ. დეკემბერი . პროექტის ფარგლებში ალტერნატივა ჯორჯია აცხადებს კონკურსს ექსპერტის მოსაძიებლად.

მონაცემთა შეგროვების ონლაინ ტრენინგ კურსი

დეკემბერი 20, 2021
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში თემატური კვლევისა და საგანმანათლებლო ინფრასქტრუქტურის შექმნა” ფარგლებში ალტერნატივა ჯორჯიას მიერ შემუშავდა ონლაინ ტრენინგ კურსი. ონლაინ კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს კვლევის დაგეგმვის, მონაწილეთა შერჩევის, კვლევის ეთიკის საკითხების დაცვის, მონაცემთა შეგროვების შესავალი საკითხები. ონლაინ კურსი აერთიანებს სამ მოდულს:კვლევის მეთოდოლოგიური (დიზაინის) საფუძვლებიკვლევის ინსტრუმენტებიკვლევის ეთიკის საფუძვლები - ბიოეთიკა

ევროპული ვებ-გამოკითხვა ნარკოტიკებზე 2021

მარტი 18, 2021
ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი იწყებს 2021 წლის ევროპულ ვებ-გამოკითხვას ნარკოტიკებზე, რათა შეაფასოს მოხმარების მახასიათებლები 30 ქვეყანაში. მოიხმარ ნარკოტიკებს? რა სიხშირით? რა რაოდენობით? ეს ის კითხვებია, რასაც მოიცავს დღეს დაწყებული გამოკითხვა. გამოკითხვა გამიზნულია 18 წელს ზევით მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის. კვლევა მიზნად ისახავს ევროპაში ნარკოტიკის მოხმარების მახასიათებლების უკეთ გაგებას და მომავალი პოლიტიკის და ინტერვენციების ფორმირების ხელშეწყობას.

ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ სისტემაში

მარტი 05, 2021
ადვოკატირების პროექტი: "ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ სისტემაში" ხორციელდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯიას მიერ "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის" ფარგლებში.

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევა

ოქტომბერი 08, 2020
კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს 13 ქვეყანაში (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი.

COVID-19 პანდემიის ზეგავლენა არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე

ივნისი 22, 2020
ზიანის შემცირების პროგრამებსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემში მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია მოიპოვება იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ არალეგალური ნარკოტიკების ბაზარსა და მომხმარებელთა ქცევაზე.

ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანდაცვაში

ივნისი 19, 2020
საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ შეიმუშავა ჯანდაცვის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომის აკრედიტებული ოლაინ სასწავლო პროგრამა, რომლის გავლაც უკვე შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ანგარიშის პრეზენტაცია

დეკემბერი 26, 2019
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა საქართველოს 2018 წლის ნარკოვითარების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია.

იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019

დეკემბერი 07, 2019
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ''იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019'' გაიმართა 5, 6 და 7 დეკემბერს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოება, იბოგაინი მსოფლიოსთვის, აქტივისტი დავით სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამა.

ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის

დეკემბერი 02, 2019
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ 2019 წლის 2 დეკემბერს სისხლის სამართლის ადვოკატების მონაწილეობით გამართა ტრენინგი თემაზე „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“.